მთელი შენი მომავალი ცხოვრების განმავლობაში, ახლა ხარ ყველაზე ახალგაზრდა. არ დაუთმო ეს დრო ისეთ ადამიანებს, რომლებიც გასევდიანებენ. არცერთი ბიჭი/გოგო არ ღირს შენს ცრემლებად, შენს ნერვებად. ბევრი რამე გაქვს სასწავლი, მათ შორის ურთიერთობებშიც. დაუშვი შეცდომები, ადექი და გამოასწორე. ნუ შეეხორცები შენს საწოლს და ნუ დაამთავრებ სამყაროს. შიში გვაკარგვინებს ადამიანობას, შეცდომის დაშვების შიში, შიში რომ ჩვენს ოცნებაზე ვიღაც იტყვის სისულელეაო. იმის შიში, რომ ვიღაცის ოცნებაზე ვთქვათ რა კარგიაო. შიში რომ გრძნობების გამოხატვის გამო დაგვცინებენ, შიში რომ ვერავინ გაიგებს ჩვენს ფიქრებს. მუდმივად სტრესში ყოფნა, შიში რომ აქედან ვერ გავალთ და შიში რომ გასვლისას ისევ არ შეგვეშინდეს. ჩემი და შენი ყოველდღიურობა გახდა გაქცევა. არ დაიღალე? სამსახური, უნივერსიტეტი, ურთიერთობები, მეგობრები, ოჯახი, ქვეყანა – მით უმეტეს, საქართველო. ავდგეთ, ერთად ვიწუწუნოთ? – დავუაი… მოდი კიდევ შევაგინოთ ქართულ ოცნებას, რუსეთს, დიფსთეითს, ტრამპს, გავაგზავნოთ ჩვენი CV-ები ყველგან! გასაუბრებაზე ჩავიცვათ ლამაზად, ინსტაგრამზე დავამატოთ ყველა, დავპოსტოთ ყველა და ყველაფერი რაც არ გვაინტერესებს, მაგრამ ლამაზი ჩანს და ფაინ შითებს მოეწონებათ, გადმოვწეროთ tinder-ი, მივაბათ ჩვენი აესთეთიკ spotify. ავიღოთ მართვის მოწმობა, სტიპენდია, დავითვალოთ gpa, წავიდეთ ოუფენ ეირზე, Fაბრიკაში, ტესზე, ბასიანზე, ხიდზე, დავლიოთ, ვჭამოთ, გავათენოთ, სახლში არავის არაფერი მოვუყვეთ, ბებიას პენსიაზე გავეგზავნოთ, ცოტა ვესესხოთ, აქციაზე გავიდეთ, მთავრობას დავეჯახოთ, გადავაყირავოთ, ხმა მივცეთ!!! მოკლედ ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია, ყველაფერს ჩვენ უნდა გავექცეთ, ყველაფერში ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. არასდროს ვთქვათ რომ დავიღალეთ, არასდროს დავიზაროთ არაფერი და ყოველთვის გვახსოვდეს რომ დიდი ძმა კიარა, საერთოდ ყველა ჩვენ გვიყურებს! არასდროს გავბედოთ ცხოვრება, არასდროს გავიცინოთ ზედმეტი, აურა არ დავკარგოთ!!! ეს პოსტიც ისე წავიკითხოთ, თითქოს წაკითხვის მერე რამე შეიცვლება, დავარეაქთოთ, დავაკომენტაროთ და ავსქროლოთ, ვსქროლოთ დილამდე. აბა თქვენ იცით, ხვალისთვის დავალება იგივე გვაქვს < 3 ლამაზო ხალხო 😉
12
								
															
One Response
შენი პოეტი პირში შევეცი