taxi ride

ნეონის ვარსკვლავების სინათლით მოჭედილი ღამის ცა, თბილისი ზამთრის სიოში გახვეული და გარშემომორტყმული წყვდიადის ბურუსით, სადღაც ქუჩებში ტაქსის თეთრი ფიუჟენი დინჯად მიიწევს, უკანა სავარძლიდან ჩემი თვალის ბადურები ირმის ნახტომივით ირეკლავს მიმავალ მანქანებს ქუჩებში, ჩემს მოპირდაპირე სარკედან ტაქსისტის გროტასკული სახე მსერავს, ცდილობს გაიგოს ვინ ვარ და რას ინახავს ჩემი იასამანივით სული, მისი რადიოდან ძველი სიმღერები ჩუმად წკრიალებენ, ისეთი, რომელსაც ახალგაზრდობაში უსმენდნენ და ახლა მხოლოდ დაკარგული სამოთხეების მელანქოლიას, რომ იწვევს.

ტაქსის სალონში თითქოს გაჭიმულია დრო, ყოველი გაჩერება პატარა პაუზაა ამ უკიდეგანოობაში, სადაც არაფერს ცვლი, უბრალოდ ელოდები შემდეგ checkpoint-ს, ქუჩები ნაცნობია მაგრამ მაინც უცხოდ გეჩვენება, თითქოს საკუთარ ქალაქში შენ ხარ სტუმარი.

ტაქსი მძიმე wildcat-ითვით მიიწევს წინ თბილისის ქუჩებში, მე კი, მთელი დღე panick attack-ებისგან ქანც გაწყვეტილი, უკანა სალონში ვაბოლებ ჰაშიშს და ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა, ჩემს ჰაშიშის კვამლში ფიქრები იშლება და იკეცება მინდვრის ყვავილებივით, შორიდან მოსული თბილი სიო ფიქრებს არხევს და აკონვერტირებს ფრაქტალებად, რამდენი ფიქრი გაიარა ამ სავარძლებმა, რამდენი დამშვიდობება და რამდენი დაბრუნება? მახსოვს ერთ ვერსალივით ღამეს, მე მისი თოვლივით მკრთალი და ცივი ხელები მეჭირა, ჩემს გახურებული თითებით მის წითელ ბაგეებს ვეფერებოდი და სამუდამო სიყვარულს ვეფიცებოდი, მაგრამ დღეს შესრულდა 6 თვე, რაც ერთმანეთს უკანასკნელად ველაპარაკეთ.

ფანჯრიდან ქალაქი მონაცვლეობით ჩნდება და ქრება, თითქოს შინაგანი რეპრეზენტაციები ტრიალებენ loop-ზე და ანაცველებენ ჩემს ფსიქიკას, სადღაც ვინმე იცინის, სადღაც ვინმე ჩუმად ტირის, ცაში ვარსკვალებთან ერთად სატელიტებიც ელავენ მაგრამ ტაქსის სალონში ყველა ემოცია ერთ ტონალობაშია, ყველაფერი სევდაში და მელანქოლიშია აკინძული.

ტაქსისტი მაუწყებს, რომ დანიშნულ ადგილამდე მისასვლელად ცოტათი დაგვრჩა და არავერბალურად მანიშნებს, რომ მისთვის მისაცემი ფული გავამზადო otherwise საბარგულიდან ცივ რკინას გამოიღებს და პირდაპირ შუბლში დამახლის, წამიერად ვფიქრობ იქნებ ეგრეც ჯობია ვიღაცის random ტაქსიში ატხადნიაკზე გარდავიცვალო? მაგრამ სანამ გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ანოეტურმა ცნობიერებამ უკვე გაუწოდა მისაცემი ფული ტაქსისტს და მშვიდობით ჩამოვედი.

ეს ride თითქოს ჩემის ცხოვრების განსხაიერება იყო, მკვდარი თევზივით მივყვებოდი მდინარის მიმართულებას ისე, რომ ჩემი ფსიქიკა რეალობას არ აცნობიერებდა არამედ, ჩემი ფანტაზიით სადღაც ცისფერ მთებში დავფარფატებდი პეპელასავით, ჩვენი ყველას ცხოვრება ხომ გაუთავებელი ბრძოლის ციკლია ჩვენ სულში არსებული ფსიქომანსიების შორის და ამ ბრძოლაში გამარჯვება იშვიათად ნიშნავს სიმშვიდეს, იქნებ ცხოვრების აზრიც ეგ ციკლია? არა საბოლოო დანიშნულება, არამედ წამიერი გაცნობიერება, რომ ერთხელ მაინც გავჩერდეთ დინების წინააღმდეგ და ვკითხოთ საკუთარ თავს, რომ ეს გზა მე ავირჩიე, თუ უბრალოდ ვერ გავუძელი დინების წინააღმდეგობას?

c1ef783173c92654423c5f8a6f36d373.jpg

metaphysicaldoomer

One Response

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.
მსგავსი პოსტები