sun of december

უნივერსიტეტის ვერანდაზე ვზივარ, ჩემი ვერცხლის თითებით სიგარეტის ბოლო ღერებს ვეწევი და ყავას მივირთმევ, მეტეოსატელიტები გვაუწყებენ, რომ ბუენოს აირესში და თბილისში ერთნაირი ამინდია.

მარჯვენა ბაგეს დეკემბრის თბილი მზე მიხურებს, ეს სითბო გავს იმ ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვარდა და სიჩუმეში მიგატოვა მაგრამ მაინც ძალიან გენატრება.

მარცხენა ბაგეს საბჭოთა კორპუსის ჩრდილი მიფარავს, მე ადრე მათ ვუთხარი, რომ კორპუსებს აქვთ თავიანთი მეხსიერება, თითოეული მომხდარი მოვლენა ფანჯრებს შიგნით აღბეჭდილია და როდესაც კორპუს ვუყურებთ, უშუალოდ ჩვენს ფსიქიკაში ისახება კონკრეტულად მოგონების ის ერთი ფრაგმენტი, რომელიც იწვევს ჩვენს სულში უცნობ მელანქოლიას.

ბუფეტის ყავამ ისე მომხოდა, როგორც წვიმაში კასიომ, ჩემი ფიქრები თავში Daytona-სავით ერთი მიმართულებიდან მეორე მიმართულებაზე დაქრიან, ჯერ კიდევ გუშინდელი დღის ეიფორიაში ვარ, ძალიან მიხარია რომ ეს საიტი საბოლოოდ გაეშვა.

release-მდე წინა დღეს ჩემს ოთახში, ბიბლიოთეკაზე შემოხვეული ნეონის ნათების ქვეშ, winston compact blue-ს ბოლში გახვეულები, ეკრანზე მიმწყვდეულები და კეტამინის overdose-ში მყოფები, მთელი 6 საათი მე და BTUWRITER-ი ვაგვარებდით საიტის ტექნიკურ საკითხებს, რათა მშვიდობით გავშვებულიყავით.

ბოლო 1 წელიწადში მეც და BTUWRITER-მაც ალიგიერის ჯოჯოხეთის 9 circle პირადად გამოვიარეთ, ისეთი უღრანი იყო წყვდიადი, რომელსაც ყოველდღე ვხედავდით, რომ ვინმეს ჩვენთვის მაგ პერიოდში ტყვიით სავსე დამბაჩა, რომ მოეცა დაუფიქრებლად დავიხლიდით თავში, მაგრამ საბედნიეროდ დღეს ჩვენ აქ ვართ, ისე ღრმად ვუყურებდით წყვდიადს, რომ იქ მყოფი სინათლის სხივები პირველებმა დავინახეთ და ამოვძვერით მაგ ჭაობიდან.

მადლობა, რომ აქ ხარ და ამას კითხულობ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პლატფორმა, მცირე დოზით გაგინათებს იმ ღამეს, რომელიც სულში გაქვს.

c9f2f7429e53d65a377f22714a3f5e27.jpg

metaphysicaldoomer

2 Responses

  1. ჩემი საყვარელი დეველოპერი <3 full stack, full stack glock in his block. P.S იტყუება ხალხო, Winston-ს საერთოდ არ ვეწევი!

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.
მსგავსი პოსტები