mIRAGE

ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: მიყვარდება იდეები, ადამიანები არა. ისინი მხოლოდ აფუჭებენ ყველაფერს.
მიყვარს ჩემი გამოგონილი ვერსიები, თითქოს რაღაც სივრცეს ავსებენ ჩემს ცხოვრებაში. ისინი წესრიგს ქმნიან ჩემს ფანტაზიებში, იქ, სადაც რეალური ადამიანები ვერ აღწევენ. ამიტომაც, როცა ადამიანებზე ფიქრს ვიწყებ, ვხვდები, რომ ყოველთვის რაღაც სხვას ვეძებ, რაც აქ არ არის: “The more I know of the world, the more I am convinced that I shall never see a man whom I can really love. I require so much!”-J.A
პირდაპირ მითქვამს ადამიანისთვის, რომ ვხედავდი არა იმას, რაც სინამდვილეში იყო, არამედ იმას, რაც მე მინდოდა რომ დამენახა. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული არ არის. ალბათ უფრო იმედი, იმისა რომ ჩემი გამოგონილი ვერსია სადმე მათში იმალება და მე ვეხმარები მის გამოვლენაში.
მაგრამ ვის ვატყუებ? სულ მეცინება, რა ეგოისტურად გამომდის ცხოვრება, ურთიერთობები. ბევრჯერ მიფიქრია: “მე ხომ ადამიანს ისე ვექცევი, როგორც მინდა რომ მომექცნენ?” მაგრამ არ მინდა ვინმეს არარეალური ჩემი თავი ახსოვდეს.
სიმართლე ისაა, რომ ლამაზია ვარდისფერი სათვალეებიდან ყურება, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევი. ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ვეკითხები:”კიდევ, იგივე? არ დაიღალე?” ვხვდები, რომ ბევრ ურთიერთობაში სწორედ ეს ჩვევა ანგრევს ყველაფერს. ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, იცნობენ მხოლოდ იმ ვერსიას, რომელიც მათ აწყობთ, მერე კი რეალობა თავის გამოჩენას იწყებს და იქმნება დიდი აურზაური.
სრულყოფილი არავინაა. უნდა დავეშვა მიწაზე, შევეგუო, რომ ადამიანები, ჩვეულებრივები ვართ და ეს სავსებით ნორმალურია.

582214816_759922983728916_4608728295388896295_n

Taline

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.
მსგავსი პოსტები