Linger

დღე აურზაურით დაიწყო. მაღვიძარა, როგორც ადამიანი, რომელიც ჩემზე ზრუნავს, ბოლომდე ცდილობდა ჩემს გამოღვიძებას, მაგრამ უშედეგოდ. ისეთ დროს გამეღვიძა, მაინც ყველაფრის გაკეთება მოვასწარი, მიუხედავად იმისა, ჩვეულებრივ ორ საათს რომ ვანდომებ ხოლმე. აღარ მქონია ჩაი, არც შაქარი, მომიწია მწარე ყავის მოდუღება. გავედი აივანზე და იმავე ხედს გავხედე, რასაც უკვე ბევრი წელია ვუყურებ. იქნებ ამ ხედის ყურებით ბოლოჯერ ვტკბები? არა. მე ჯერ 20 წლის ვარ, მაქვს დრო. რას აკეთებ ახლა შენთვის ღირებულს? პასუხი კვლავ არ ისმის. გავრეცხე ჭიქა, ჩავიცვი ქურთუკი და გავყევი დინებას. მაგრამ დინებას ხომ მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან? მე ცოცხალი ვარ. მიყვარს, როცა ავტობუსის კარი ჩემ წინ იღება და მძღოლი მიღიმის. მიყვარს მზე, რომელიც ანათებს, მაგრამ არ გათბობს, ჩემს თავს მაგონებს, ან იქნებ საერთოდაც არა, არ ვიცი. ზოგჯერ ისე ღრმად ვიკარგები ფიქრებში, ნამდვილი მე სადღაც ქრება. ამიტომ, სხვებს ვეკითხები ხოლმე, როგორ მხედავენ, მახსენებენ, როგორი ვარ. ხანდახან მათ მიერ აღწერილი ადამიანი უფრო მკაფიო ხდება, ვიდრე ის, ვინც შიგნით ვარ. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, მიყვარს ცივი საღამოები, როცა წარმოვიდგენ რომ ვარ ფილმის მთავარი პერსონაჟი (a tender, romantic soul, searching for her own path), სადაც ულამაზესი გარემოა, მუსიკა კი შესაბამისი. ცხოვრება უნდა შევიგრძნო ბოლომდე, თავისი უსწორმასწორო გზებითა და ლაბირინთებით. მგონია, რომ შესაძლოა ეს ბოლო სეირნობა იყოს ჩაბნელებულ ქუჩებში, სადაც მხოლოდ მანქანების მოძრაობისა და ჩემი ნაბიჯების ხმა ისმის, და ვგრძნობ ქარის ნაზ შეხებას ჩემს ცრემლიან სველ სახეზე.

download-2.jpeg

Taline

One Response

  1. ულამაზესია, მეც ბევრჯერ მიგრძვნია რომ ჩემი ბოლო გასეირნება იყო და ყოველღვის ვაკვირდები ღამით ცას, თბილისის უხარისხო შუქნიშნები კი მიშლიან ხელს, მაგრამ მაინც, წამით ისევ ფილმში ვარ ხოლმე, სანამ სახლში შევალ და ხელებს გავითბობ საყვარელი ჩაის ჭიქით<33

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.
მსგავსი პოსტები