Choose life

ისე შეზიზღდათ ერთმანეთი ჩემს გამოც ვერ შეიყვარეს და ვერც მოვთხოვდი.
კატის სათამაშო გორგალი ვარ.
ერთი თათი დედაა, მეორე – მამა.
ორ თათს შუა, არგუმენტებით და მანიპულაციებით ხან ერთი თათის ქვეშ ვექცევი – ხან მეორეს.
დოღის მაყურებელი ვარ.
ხან ერთი ცხენი ცდილობს ქულების დაწერას, ხან მეორე.
ცდილობენ ერთმანეთს არ ჩამორჩნენ.
დარტსის წითელი გული ვარ, ორივე მიზანს აცილებს და ჩემს გულს ვერავინ იგებს.
ერთი დიდი ასპარეზია ეს ყველაფერი.
დედაჩემი მაგიდას აალაგებს რომ თავისი ფიქრები ნიჟარაში ჩაალაგოს იმის იმედად, რომ წყალს მოახვედრებს.
მამაჩემი გააგრძელებს ფილმის ყურებას და ბრაზს ზუსტად იმ იარაღიდან გავარდნილი ტყვიას გააყოლებს, რომლის წარმოდგენაზეც ალბათ უზუსტესი სიზუსტით დახაზავდა თვითმკვლელობის გეგმას, ხმაურით თავს საშუალებას არ მისცემს რომ ფიქრს დანებდეს.
ხმაური ვარ – დიდ, უგზოუკვლოდ დიდი დეციბალებისგან დაცულ თეთრ ოთახში,
იმდენად დიდი ხმაური, რომ სიჩუმისგან ვერ გამარჩევ.
როგორც სახლი დიუნებზე.
და ბოლოს ისევ სხვისი სევდა ჩავილაგე ხურჯინში და უკვე ვეღარც ვითვლი მერამდენედ მივიკედლო სხვისი ცრემლი, მეთვითონვე მდგმურმა.

IMG_5787.jpeg

Dankworthh

One Response

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.
მსგავსი პოსტები