BTUwriter • review

პირველადი შთაბეჭდილება

BTUWRITER არის კლასიკური სტილის, ქართული საზოგადოებრივი პლატფორმა შემოქმედებითი წერისთვის, რომელიც უმეტესად მოიცას საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სოციუმს. ეს არის საერთო სივრცე, სადაც მომხმარებლები აქვეყნებენ პირად ისტორიებს, ლექსებს, რეფლექსიებსა და მოკლე პროზას. BTUWRITER იმ კატეგორიის პლატფორმაში შედის როგორიცაა Medium ან Wattpad, მაგრამ ეს პლატფორმა კრიტიკულად რომ შევაფასოთ, ავთენტური და იდეალურია ყოველდღიურობისთვის და ასევე ნაკლებად მოსაბეზრებელი, ვინაიად აქ მომხმარებლები იზიარებენ აზრებს, ემოციებსა და ცხოვრების ნაწყვეტებს პოეტურად

დიზაინი და გამოყენების მოხერხებულობა

• მინიმალისტური და ტექსტზე ორიენტირებული: ძალიან მარტივი განლაგება – რომელიც დიდი პლიუსია გვერდისთვის, რადგან კომფლექსურობა საიტს ბევრად უფრო გადატვირთულს ხდის

• ფერთა სქემა: ნეიტრალური და სუფთა

შინაარსი და დანიშნულება

• პოსტები ღრმა და ინტროსპექტიული: ლექსები სიყვარულზე, ნოსტალგიაზე, ყოველდღიურ დაკვირვებებზე, რომელიც სოციუმს უფრო აახლოებს საკუთარ თავთან.

• საზოგადოების ატმოსფერო: მომხმარებლებს შეუძლიათ კომენტარების დაწერა, სადაც შეუძლიათ თავიანთი გრძნობებისა და აზრის გამოხატვა, რომელიც დიად მნიშვნელოვანია

• შესაძლო კავშირი: სახელი „BTUWRITER“ მიუთითებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტზე (BTU) – სადაც უმეტესად ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს აახლოებს ერთმანეთად. ლიტერატურა ისეთი სფეროა რომელსაც შეუძლია ყველა დაახლოვოს ერთმანეთად, მას ძლიერი ენერგია აქვს. აქედან გამომდინარე BTUWRITER-ის მოხაზულობაც იგივეა, დაახლოვოს ხალხი ლიტერატურით.

ძლიერი მხარეები

• ავთენტური და გულწრფელი შინაარსი

• ადვილია ბრაუზინგი და დროის გაყვანა ღრმა ტექსტებში.

საბოლოო შეფასება

BTUWRITER – ეს არის ნამდვილი საგანძური, არამარტო უნისი, არამაედ სტუდენტებისთვის და ბევრმა უნდა იცოდეს ამ პლატფორმის შესახებ.
ეს პლატფორმა იდეალურია გამოიყენო მარტო ყოფნისას როდესაც გინდა ჩაუღრმავდე საკუთარ ემოციებს და საკუთარ თავთან განმარტოვდე.

შავი ფონით

mako.yo

One Response

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.
მსგავსი პოსტები