გუშინ ღმერთმა ბოდიში მომიხადა, მომენტში მესიამოვნა, “ის” გამახსენდა. რატომღაც ჩავთვალე რომ ბოდიში მეკუთვნოდა, ეს ბოდიში ავტობუსზე ეწერა, ალბათ, რაღაც რეკლამის ნაწილი იყო. ამ ავტობუსმა მალევე ჩაიარა, შეიძლება არც არაფერი ეწერა ზედ. დღეს დილით, რომ ვლოცულობდი, შემრცხვა ამის გახსენებისას. ხალხს ბევრად ცუდი რამ დამართნია, ვიდრე მე, ტყუილად ვიყავი გაბრაზებული. მე ვეძებდი ბოდიშს, ან ახსნას თუ რატომ მატკინეს. მერე მე მოვუხადე ბოდიში ღმერთს. ასე არასდროს ვყოფილვარ, საკუთარ თავს თავიდან ვაშენებ. ბევრი რამ რთულად გასააზრებელია ჩემთვის. ახლა მიზანიც არ მაქვს ცხოვრების, თავიდან ვერკვევი ჩემს თავში. მოხეტიალე ვარ, უღონო, უენერგიო და უმოტივაციო. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ვსწავლობ, ლექციებს არ ვაცდენ და ვვაქტიურობ. უბრალოდ ადამიანებს ვეღარ ვუმეგობრდები. ის რაც ჩემთვის მარტივი იყო 2 თვის წინ, ახლა დიდ სირთულეს წარმოადგენს და ყველა ჩემს კარგს ფარავს. დღეს დამამშვიდებლები გადავყარე, ეს დღიურიც ავიღე და ვწერ. არ ვიცი რატომ ვწერ, არ ვიცი რა ვქნა, მინდა უკეთესი ვიყო, მინდა ვიმკურნალო გონება.
One Response
vv