მე შენს უნივერსიტეტში ვსწავლობ. შენთან ერთად ვიღლები აღმართზე ასვლისას, შენთან ერთად ვზივარ ლექციაზე, 449-ში, სპარის რიგში, სპარის უკან, მოკლედ, მე და შენ ძალიან ახლოს ვართ.

მოდი სანამ უსაქმურიაო იფიქრებ (და რატომ არ უნდა იფიქრო?), გეტყვი, რომ რამდენიმე თვის წინ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე. მე წერა დავიწყე, რადგან ბევრი რამის თქმა ხმამაღლა არ შემეძლო, შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს მსგავსად ბევრი გრძნობს თავს და გულწრფელად მომინდა, ვინმესთვის ტვირთი შემემსუბუქებინა. ამიტომაც შევქმენი BTUwriter.

ეს არ არის ბლოგი, აქაურობა ერთი დიდი სიმყუდროვეა, უსაფრთხო ადგილი, საიტზე დაიდება პოსტები, პოსტებს ექნება ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება, რომ მაქსიმალურად შევძლო გრძნობა გადმოგცე. მინდა ჩემი პოსტებით შევძლო, თავი უკეთ გაგრძნობინო ან უბრალოდ, ცნობისმოყვარე სტუმარს სიტყვა გაგიზიარო.

რომ შეიქმნას უსაფრთხო, სანდო ადგილი, სადაც ჩემს თანატოლებს შეეძლებათ წაიკითხონ და შემდეგ თავადაც დაწერონ ისე, რომ თავი იგრძონ საკმარისად და ღირებულად.

რომ ხელი გაუწოდოს ყველას, ვინც მოითხოვს და ცოტახნით მაინც, თავი უკეთ აგრძნობინოს, შეახსენოს რომ ისინი იმსახურებენ ყველაფერ საუკეთესოს. მთავარი მიზანი არის პლატფორმის ისეთი განვითარება, სადაც თქვენც იგივე დოზით მაჩუქებთ სიტყვებს, როგორც მე. ტექნიკურად ამის გამართვა მე მომანდეთ, მანამდე, ცოტახანი მომისმინეთ.

თქვენ, ალბათ, ისე დაამთავრებთ უნივერსიტეტს, რომ ჩემს სახელს ვერც ვერასდროს გაიგებთ და ეს ნორმალურია. მგონი, სახელები არ დაგვჭირდება რომ ერთმანეთი კარგად გავიცნოთ, მხოლოდ გულწრფელობა. იმედი მაქვს, რომ აქ შენს ადგილს იპოვი, შენ ძალიან ბევრ რამეს წაიკითხავ, რაც გეგონება რომ ზუსტად შენთვისაა დაწერილი. მადლობა რომ აქ ხარ!

BTU WRITER არის პერსონალური, დამოუკიდებელი პლატფორმა და ოფიციალურად არ ასოცირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან.

აქვე, შეგიძლია ჩემს playlist-ს(ებს) ჩაუჯდე Spotify-ზე.

BTU WRITER არის პერსონალური, დამოუკიდებელი პლატფორმა და ოფიციალურად არ ასოცირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან.

აქვე, შეგიძლია ჩემს playlist-ს(ებს) ჩაუჯდე Spotify-ზე.