სადა ქარი სად არის

ისევ მსტუმრობ ჩემს სიზმრებში, ოღონდ იქ არ გიცნობ, იქ შენ აღარ გქვია ჩემი. შენ იქ მარტო ხარ, მეც კი არ ვარ იქ. გიყურებ ზემოდან, ძალიან დიდი თვალებით გაკვირდები და ვერ ვხსნი შენს აქ ყოფნას. რა დაგრჩენია აქ, როდის მოვა უშენო ზამთარი. შეიძლება ოქტომბერში რომ დამასვენო? ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მინდა სრულად ჩართული ვიყო. არ მინდა შენი დანახვა, შენი ხმა და თვალის ფერი მავიწყდება, გთხოვ ნუღარ შემაწუხებ შენი თმის ფერით. შენი თითები ვეღარ გამითბობს სახეს და შენთან ერთად ჩაის მე ვერ დავლევ. გთხოვ, ისე მშვიდობით წადი, როგორც მოხვედი. ახლა შენთვის არ მცალია და პატივი ეცი ჩემს სიმშვიდეს.

8480d4e55b9722b4a30b55fa0be21862.jpg

12

One Response

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.