ცოტა ჩაი და ცოტა სიგარეტი

მოკლედ იმ დღეს მეტაფიზიკალ დუმერი და არტემ ჩაჩანიძე მესტუმრნენ, ცალ ხელში ორივეს აფთიაქის პარკი ეჭირა და ცივი ხელებით აკაკუნებდნენ ჩემს შავ რკინის კარებზე. ხმა რომ ვერ გამაგონეს და ხელიც რომ დაეღალათ ძველ მტვრიან ღილაკს მიადო თითი არტემმა და ზარის ხმამ გამომაღვიძა. ხველებით ავდექი და კარისაკენ მიმავალი გზაში ხალათს ვიხვევდი. ჭუჭრუტანაში რომ გავხედე ერთი სიგარეტს ამთავრებდა […]