ვილანელი

ყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია… მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების თენება, კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია, ყოველივე ქარია და ჩვენება. ყოველივე მერნის გადაჭენება ნათქვამია, როგორც ძველი არია… მარადია ერთადერთი: შვენება. ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება. მოსაწყენი, მგლოვიარე ზარია, ყველაფერი ქარია და ჩვენება. ყოველივე: ცხედრის გამოსვენება მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია, მარადია ერთადერთი: […]