პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი მიყვარს, ღამე რომ მეღვიძება პირველი ჩაის ვიკეთებ. წყლის ადუღებამდე ვზივარ ბნელ სამზარეულოში, მშობლებს მშვიდად სძინავთ, მიხარია რომ კარგად არიან. უკვე ასაკში შევიდნენ და მეტად მეფიქრება მათ ჯანმრთელობაზე, ალბათ, გავიზარდე. ჰოდა ვზივარ ამ სამზარეულოში, ძველი მაცივრის ხმა ისმის მხოლოდ, ხალათი მაცვია, მაგრამ სიგრილეა და არ მაწუხებს. კარგია სიწყნარე, ღამეც კარგია, პიტნის ჩაიც კარგი იქნება. […]