მაისი მოდის

ჩემო ძვირფასო! ყველა გეტრფის, ყველას ახარებ, მე ჩუმადა ვარ, არ მჯერა, რომ თავს შეგაყვარებ. დიდი ხანია გერიდები და ვარ მდუმარი, შენთვის ვარ მხოლოდ ახლობელი, მხოლოდ სტუმარი. მაისი მოდის! ვერ დავფარავ დიდი ხნის დარდებს, შენს ნაცვლად ვეტყვი ჩემს სიყვარულს, მხიარულ ვარდებს, და როცა ბაღში შენ გაივლი დარხეულ ტანით, გაშლილ ვარდებში ჩემი ტრფობა გამოიცანი. აღარ ვიქნები მაშინ […]