მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. […]
ადამიანად ყოფნის სევდა

5 წუთია რაც გავიღვიძე, ისე ავდექი რომ ტელეფონში არც ჩამიხედავს. მონატრებულმა სიგრილემ გამაღვიძა, გამომაფხიზლა, გამაცოცხლა. რაღაც მოვიცვი და აივანზე გავედი, გამიხარდა ისე წყნარად გათენებულა. სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და ბეღურების ხმა, რომელსაც თუ დაუკვირდები, ღრმა ბავშვობაში გაგდებს, როცა ახალგაღვიძებული დილის 8 ზე, სკოლაში წასვლამდე, Mickey Mouse-ის დაწყებას ელოდებოდი ღია ფანჯარასთან . ვდგავარ აივანზე და მიხარია რომ […]