ღმერთისგან ბოდიში

გუშინ ღმერთმა ბოდიში მომიხადა, მომენტში მესიამოვნა, “ის” გამახსენდა. რატომღაც ჩავთვალე რომ ბოდიში მეკუთვნოდა, ეს ბოდიში ავტობუსზე ეწერა, ალბათ, რაღაც რეკლამის ნაწილი იყო. ამ ავტობუსმა მალევე ჩაიარა, შეიძლება არც არაფერი ეწერა ზედ. დღეს დილით, რომ ვლოცულობდი, შემრცხვა ამის გახსენებისას. ხალხს ბევრად ცუდი რამ დამართნია, ვიდრე მე, ტყუილად ვიყავი გაბრაზებული. მე ვეძებდი ბოდიშს, ან ახსნას თუ რატომ […]