ამასწინათ მე და არტემი გამომცემლობიდან გამოვდიოდით, საღამო იყო და გადავწყვიტეთ სტუმრად BTUWRITER-თან ავსულიყავით, გზად მაღაზიაში სოსისი და ლუდი ვიყიდეთ რადგან გაგვახსენდა, რომ ამაღამ სიქსერსის და ბოსტონის თამაში იყო, როგორც ყოველთვის BTUWRITER-ს ვერანაირად დავუკავშირდით, რამდენჯერმე მის ნომეზე ვცადეთ დარეკვა თუმცა ყოველჯერზე ყურმილში ,,აბონიმენტი ამჟამად მიუწვდომელია” გვესმოდა, რომელიღაც დარეკვაზე არტემმა გაიხუმრა,,ვაი თუ სილვია პლათივით მაგანაც ღუმელში გადაწყვიტა თავის მოკვლა”, ამ მისტიურ ფიქრებში გართულები ამასობაში სანზონას უძველეს ხრუშოვკას მივადექით, მე9 სართულზე ვაპირებდით ლიფტით ასვლას, როდესაც პირველი სართულიდან კარი გამოაღღეს და განდონა ბავშვები გაგვეჩითნენ და გვეუბნებიან,,trick or treat!!!” – არტემს ბავშვების ეს გამოხტომა გაუხარდა, თუმცა კანფეტის მაგივრად სიგარეტები გაუწოდა, მე კი გულში ვფიქრობდი ნამდვილი ჰელოუინი ის იქნება ეხლა მე9 სართულზე თუ ავედით და მოგვიწია განსვენებული სხეულის ჩამოტანა, ამასობაში ლიფტიც ჩამოვიდა და მე9ზე ავედით, არტემი თავისი ცივი ხელებით აკაკუნებდა შავ რკინის კარებზე, მე ამასობაში სიგარეტს გავუკიდე, სადღაც 5 წუთი ვიდექით ეგრე და ველოდებოდით ურდულის გამოქაჩვას, ორივეს ამ ლოდინში სადაც იყო პანიკური შეტევა დაგვეწყებოდა, მერე არტემმა შეამჩნია ძველ მტვრიანი ღილაკი, მიადო თითი და სანამ ბიჩოკის სადარბაზოს ჭრილებში გაძვრენას ვცდილობდი ზარის ხმაზე მალევე გაგვიღეს კარი
metaphysicaldoomer

One Response
ლიუბლიუ ტებია