მოკლედ იმ დღეს მეტაფიზიკალ დუმერი და არტემ ჩაჩანიძე მესტუმრნენ, ცალ ხელში ორივეს აფთიაქის პარკი ეჭირა და ცივი ხელებით აკაკუნებდნენ ჩემს შავ რკინის კარებზე. ხმა რომ ვერ გამაგონეს და ხელიც რომ დაეღალათ ძველ მტვრიან ღილაკს მიადო თითი არტემმა და ზარის ხმამ გამომაღვიძა. ხველებით ავდექი და კარისაკენ მიმავალი გზაში ხალათს ვიხვევდი. ჭუჭრუტანაში რომ გავხედე ერთი სიგარეტს ამთავრებდა და ბიჩოკის სადარბაზოს ჭრილებში გაძვრენას ცდილობდა, მეორე დიდი ბენდენით ცხვირს იხოცავდა. , კარი რომ გავაღე უცბათ მოისროლა ბიჩოკი და გადამეხვია. არტემმაც გადაკეცა ბენდენა და ბენდენიანი ხელი მომხვია ნახევრად. შევედით და ელექტრო ჩაიდანით წყალი ავადუღე, მძიმე ტყავის კურტკები გამოვართვი და ქუდებთან ერთად საკიდზე დავკიდე. ჩაის რომ ვასხავდი, მეტაფიზიკალდუმერმა კიდევ გაუკიდა და ჩემი სამზარეულოს “ფორთოჩკა” გამოაღო. წამლები ამოალაგა და ასე მითხრა, “Дело мастера боится”-ო. მეც მადლობა გადავუხადე და ჩაის ჭიქები კიდევ უფრო ახლოს მივუტანე. სამივენი გავეხვიეთ ვინსტონ კომპაქტ ბლუს კვამლში და მე ხველებით გაღიზიანებული ჩემს ახალ ნაწერებს ვაჩვენებდი, რომლებიც სულ არეული მქონდა და ვერ ვითმენდი მათ გაციფრულებას btuwriter-ზე.
12
								