სითბო

დღევანდელმა მზემ იმხელა ენერგია მომცა, მთელი 2 თვე რომ ვეძებდი, თბილ ამინდს მოუტანია, ვიფიქრე. მიხარია სითბო, მიყვარს არმოსული ზაფხული, დღეს მეტი ღიმილი ვნახე, ვიდრე გუშინ. ზამთარში სულ სადღაც ვიკარგები და სულ რაღაც მეკარგება, ზოგჯერ ნივთები, ზოგჯერ მზის სითბო, ბევრჯერ კი ადამიანები. “ის” სწორედ ზამთარში დავკარგე, ხშირად ვეუბნები ჩემს თავს რომ თვითონ დამკარგა, მაგრამ არაფერს არ ცვლის. გაზაფხულის მოსვლა დიდად არ გამხარებია, მასზე ფიქრში ვიყავი “გართული”. 3 დღის შემდეგ უერთმანეთობის 2 თვე შეგვისრულდება, მე გამახსენდები და გავჩუმდები, შენ თარიღები არც არასდროს გიყვარდა. მაინც მიხარია დღევანდელი დღე, მიხარია როდესაც ცხოვრება მიმტკიცებს, რომ ყველა ზამთარს მოყვება გაზაფხული..

2 Responses

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.