ჟასმინის ჩაი

ახლა ჟასმინის ჩაის ვსვამ, ვიღაცამ მირჩია კომენტარებში. ღამე ისევ გამეღვიძა და ისევ აქ აღმოვჩნდი, ცივ სამზარეულოში და სიჩუმეში. დღეს ჩემთან წვიმდა, ალბათ შენთანაც. უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, ხიდის ქვეშ შენი სახელი ეწერა შავი გრაფიტით, გვერდით გულები ეხატა. იმ წამის მერე დაძაბული ვარ, მეგობრები ვნახე, ვივარჯიშე, დავიღალე მაგრამ მაინც არ მავიწყდება ეგ შენი სახელი. თან ზუსტად მაშინ დავინახე, შენს უბანს რომ ჩავუარე. ხედავ? ისევ ნერვებს მიშლი, უკვე მერამდენე დღეა ასე ვარ. დამამშვიდებლები კი გადავყარე, მაგრამ მაინც რთულია დავმშვიდდე, თავი თუ არ დავასაქმე, ყველაფერი თავზე მენგრევა. ნეტა სიგარეტს ვეწეოდე, დამამშვიდებდა მაინც. ახლა რომ მოწევა დავიწყო, 20 წლის ასაკში, სულელი ვიქნები. ამხელა ბიჭი ჩაის სმით ვირჩენ თავს, სხვა რავი, აქ ვწერ და 16 ადამიანი ჩემს თელზე გულებს მიგზავნის. ჩაი ისევ ცხელია, მე ცივად მენატრები, მაშინ როცა ჩემი ძველი მაცივრის ხმა კვდება, შენი სახე ამოხტება ხოლმე, რაღაც უაზრო, სულელურ მოგონებებთან ერთად, რომლებზეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მტკივნეულად გავიხსენებდი. some days the memory hugs me, some days it haunts me, either way, it’s love, even if its quiet now. მე ახლა დავიძინებ, ოღონდ შენზე ფიქრის გარეშე, ახლა და ამ წამს ვასრულებ შენზე ფიქრს, ჟასმინის ჩაი ისე მომთენთავს, რომ შენი არსებობა აღარც მემახსოვრება, ცოტახანი წვიმას მოვუსმენ და გავითიშები, ბოდიში რომ გადაგეკიდე.

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.