პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი მიყვარს, ღამე რომ მეღვიძება პირველი ჩაის ვიკეთებ. წყლის ადუღებამდე ვზივარ ბნელ სამზარეულოში, მშობლებს მშვიდად სძინავთ, მიხარია რომ კარგად არიან. უკვე ასაკში შევიდნენ და მეტად მეფიქრება მათ ჯანმრთელობაზე, ალბათ, გავიზარდე. ჰოდა ვზივარ ამ სამზარეულოში, ძველი მაცივრის ხმა ისმის მხოლოდ, ხალათი მაცვია, მაგრამ სიგრილეა და არ მაწუხებს. კარგია სიწყნარე, ღამეც კარგია, პიტნის ჩაიც კარგი იქნება. სიმშვიდე ჩემი თერაპია გახდა, რაც შენ წახვედი, იმის მერე სულ სიმშვიდეს ვეძებ. პიტნის ჩაი მამშვიდებს, გვირილის ჩაიც მქონდა, მაგრამ გამითავდა. ვზივართ მე და პიტნის ჩაი, მაცივარი და ღამე, შენ – არა. შენ ახლა უცნობი ხარ ჩემთვის, პიტნის ჩაი უფრო მეტად მსიამოვნებს, ვიდრე შენზე ფიქრი ამ თელის წერისას. ჰოდა მოდი დაიძინე და ჩაის დალევა მაცალე. გახსოვთ რომ ვთქვი, საკუთარი თავი თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ მეთქი? მერე როგორ მიდის საქმე, როგორ ხართ საერთოდ. მადლობა რომ აქამდე მისმინეთ, ვიცი თქვენც ჩემნაირი უსაქმურები ხართ, კაია. ჩაი გაცივდა, მე ისევ დავიძინებ, მაცივარი ისევ იხმაურებს, შენ ისევ ნერვებს მომიშლი, კა-რგად!

f1db933a82aa59df8dd1f8881f897283.jpg

12

3 Responses

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.