ლექსი

გამარჯობა კიდევ ერთხელ. მგონი ცოტათი გავნაგლდი ასეთ პატარა პერიოდში რომ მეორე ტექსტს ვდებ, მაგრამ დღეს დავწერე ლექსი. არასდროს ასე ცოტა ხანი არ დამითმია არცერთი ლექსისთვის, რამდენჯერმე გადავხედე და ისე ჩავასწორე, როგორც მაგ მომენტში მომწონდა. ახლა რომ წავიკითხო ალბათ არ მომეწონება ისევ და არ მინდა, რომ ბერვჯერ ვცვალო და საბოლოოდ გავაფუჭო. მოკლედ, ბევრი რომ არ „ვიბაზრო“, აქ დავდებ ამ ლექსს. დასაწყისი (პირველი ორი ხაზი) შეიძლება ცოტა არალოგიკური ჩანდეს, მაგრამ სხვანაირად ვერც დავწერდი, აზრი შეეცვლებოდა და გრძნობა. (მენდეთ, ვცადე შემეცვალა). სათაური ვერც მოვუფიქრე წესიერად და რაიმე იდეა თუ გექნებათ დაწერეთ, მადლობელი ვიქნები))

მონატრება

შენ ჩემი არ ხარ, ღვთაებავ ჩემო
ჩემი არ ხარ და რად შეგაჩერო?
გული მეწვის და სულ მენატრები
მეშინია, რომ მალე გაქრები.

შენ ჩემი მეუღლე არ უნდა გერქვას
შენ უნდა სამოთხის კარებთან იდგე
და უყურებდე მოწმენდილ ზეცას,
საც მიუყვება მაღლისკენ კიბე.

ბედზე, რომელიც არ მეღირსება
ვის ვევედრები ნეტავ ამაოდ?
ჩემი ცრემლები დამავიწყდება,
როცა მოვკვდები წყნარად, საამოდ.

სხვას მე უბრალოდ ვერ შევიყვარებ,
ვერ გავიხსენებ, ვერ დავბრუნდები,
თუ შევიყვარებ, იცოდე რომ მე
შენს სიყვარულზე ვესაუბრები.

შენ რომ ოდესმე სიკვდილმა მოგკლას,
მეც ის სიკვდილი გიჟივით მინდა.
ჩემი იყავი შენ მხოლოდ მაშინ,
როცა სიზმარში თავზედ მაწვიმდა.

ვიცი რომ არ გიმსახურებ, არა
ეს აუტანელი ტკივილიც კმარა.
იქნებ ოდესმე კვლავ გამიხსენო
იქნებ ოდესმე შენ გამიხსენო…

ათასჯერ ვინატრე, ოჰ როგორ ვინატრე
შენთან ვინატრე ყოფნა ათასჯერ.
ფიქრებს ვიშორებ, სხვას მე არ ვნატრობ,
არ მშორდებიან ვფიცავარ, სატრფოვ!

სიკვდილის მერე, სულ ყველგან ბნელა
მხოლოდ ერთ რამეს შეგეხვეწები,
სანამ სიბნელე მომიცავს, ნელა
სიკვდილის ბოლომდე ხელში გეწვები

ბოლო წამს შენ რომ შეგხედო მინდა.
ბოლო მოგონება მაგ ლაღი ღიმილის,
შენი ხელების შეხება ბოლო
ბოლო მზერა და მერე სიკვდილი…

…თოვლი დამფარავს სასაფლაოზე
მიწის მაგივრად თოვლში ვიწვები
და სამუდამოდ, საგულდაგულოდ
სანთლის ცრემლი(ვი)თ თოვლში ჩავიწვები.

ეს ლექსი კონკრეტულად ერთ ადამიანზეა თქო ვერ ვიტყვი, იდეაში მუზა მაგან მომცა, მაგრამ ბევრი რამე უტრირებულად მიწერია და უბრალოდ აზრებს, რაც მომაწვა ვწერდი. მიხვდება ის ადამიანი ვისზეც დავწერე და იმედია არ მიწყენს, იმიტომ რომ გაბუქებულად მიწერია და არ მინდა ცუდად რომ იფიქროს ხდ. ყველაზე ირონიული ისაა, რომ იგი ცოცხალია და ასეთ სევდიან რამეს ვწერ, როდესაც ჩემს გარშემო ამ დღეებში ხალხი ნათესავებს კარგავენ… ამით კი დაგემშვიდობებით, კარგ დღეს გისურვებთ.

Christmas-Eve-at-the-Grave-1896-Otto-Hesselbom.png

xussar

One Response

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.
მსგავსი პოსტები