ისევ მცივა უშენოდ

 კი გამოცდები მაქვს, კი ვნერვიულობ გამოცდის წინ, წინა დღით არაფერს ვაკეთებ, გზაში ვმეცადინეობ, იქნებ რამე დავიმახსოვრო. ამ ყველაფერში ცუდი იცი რა არის? ზუსტად ასე ვნერვიულობდი შენთან ბოლო შეხვედრის წინ, ვცდილოდი გზად ჩემში აზრები დამელაგებინა, მაშინ შენი სახის დანახვამ საერთოდ ყველაფრის იმედი გამიქრო, მაინც გავბედე და გაგიღიმე. ისე გამოვიდა, რომ მე ვიჯექი და შენ მემშვიდობებოდი, მე არ გიშვებდი, ვიცოდი რომ ეს ყველაფერი სრულდებოდა და შენს ლამაზ თმას ვაკვირდებოდი. მაშინაც მიყვარდი, როდესაც ჩემს შინაგანა ბავშვს აშინებდი შენი სიტყვებით. მე ჩუმად ვუმეორებდი ჩემს თავს: “be quiet, big boys don’t cry”. მართალია, ბევრი დამამშვიდებელი მქონდა დალეული, მაგრამ სუნთქვა მაინც მიჭირდა. ბოლოს რომ ჩამეხუტე, ვიცი რომ შენც ჩემსავით ცრემლი მოგადგა. ისევ მცივა უშენოდ, თითქოს უკეთ არის ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი სიჩუმეა, ამ გამოცდებზე ნერვიულობამ შენი თავი გამახსენა, მაგრამ აქ რამე მაინც გამომდის, შენთან არაფერი გამომივიდა.

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.