ზოგჯერ ისეთი სიჩუმეა რომ წერა კი არა, იმაზე ჩამოყალიბებაც რთულია თუ საერთოდ როგორ ხარ. სიჩუმესაც მოაქვს ხოლმე კარგი, მაგალითად, შუადღეს, როცა შეგიძლია დაიძინო და არაფერზე იფიქრო, დაძინებამდე წარმოიდგენ რომ პირველად იძინებ ამ სახლში, ამ ოთახის ამ საწოლზე. გარშემო წარმოიდგენ გარემოს და სულ რაღაც ორი წამით გგონია, რომ ბავშვი ხარ და ყველაფერი ისევ ისეა. ისევ ისეთი ხარ როგორიც მაშინ. ზოგჯერ თვალი ვერ ამჩნევს ცხოვრების იმ სილამაზეს თუ სევდას, რომელსაც ყოველდღე ხედავს. ეს ყველაფერი მერე უბრალოებაში გადადის და შესაბამისად ჩვენ აღქმას გარემოსადმი (ჩვენს თავს) ვაუბრალოებთ. აქ შეიძლება შემომედავოთ და მითხრათ რომ ზოგჯერ სევდაც ლამაზია, მაგრამ აბა ეგ მუდმივად სევდიან ადამიანებს უთხარით. არავის არ ელამაზება მზიან ამინდში სუნთქვის სიმძიმე და უიმედობა, არავის ელამაზება დაძალებული ღიმილი. ზამთარი ყოველთვის უცნაურია თავისი მთელი არსებით. მე ზამთარში განსაკუთრებით მიჭირს დავინახო სევდა ან სილამაზე, შეიძლება სიცივე მაბრმავებს. ყველა დღე ერთმანეთს გავს, ამინდიც უაზროა. ვგრძნობ ზამთრის მოახლოებას, ისე უენერგიოდ დავრჩი და ისე ვარ დაპატარავებული, რომ საკუთარ თავსაც ვერ ვხედავ. მომბეზრდა და დამღალა გაუთავებელმა შეხვედრებმა, სამუშაომ, სწავლამ. ჩემი ნება რომ იყოს, დათვივით მთელ ზამთარს ძილში გავატარებდი, განა იმიტომ, რომ მეზარება, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ დიდ სისულელედ მიმაჩნია ყოველ წელს 3 თვიანი უმიზეზო სევდა და სიცივე. ჩემი მთავარი როლი ზამთარში – გადარჩენაა. საქმეებს ისე ვერ ვუმკლავდები როგორც 1 თვის წინ, ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და უკვე სისუსტეს ვგრძნობ. აი მაგალითად ამ კვირაში მხოლოდ 1 ლექციას დავესწარი და სამსახურშიც ყველაფრის იმედი დაკარგული მაქვს, ურთიერთობებშიც ვერ ვარ კარგად და სარკეში თმასაც აღარ ვისწორებ. მაინც რაღაც მაკავებს რომ ბოლომდე არ დავიკიდო ყველაფერი და გახეთქილი საბურავივით დავათრევ ჩემს დამძიმებულ უაზრო სხეულს. შეიძლება სუფთად ფიზიოლოგიური თემაა და ვიტამინები მაკლია, მაგალითად მაგნეზიუმი ან ომეგა 3, არვიცი. დავიკარგე, სულ ვიკარგები, რომ არ ვიცოდე ჩემი იღბლიანობის ამბავი, იმედსაც დავკარგავდი. რთულია რა, წუწუნითაც იღლები კაცი, ასეც არ შეიძლება, წერაც არ გამოდის, სად გადავვარდე, ყოველ წელს ერთი და იგივე, კიდევ კარგი, აქ მაინც შემიძლია დავწერო. მაპატიეთ, ზამთარმა გამომფიტა, არ დამვიწყებიხართ, ყველანი მახსოვხართ ვისაც ერთი კომენტარი ან “გულის რეაქცია” გიჩუქებიათ ჩემს პოსტებზე.
12
								
															
2 Responses
შეგეცი აზროვნებაში ბიჭო, შენ ხარ პატარა ბაჭია, ყურცქვიტა
ძმა რა შიზოიდია, პოსტში წუწუნებს და კომენტარებში თავისთავს აჯვავს