ამ ქალაქში ავადმტოფები ცხოვრობენ

არსებობს ხალხის ისეთი კატეგორია, რომელიც ჩემს თვალს აღიზიანებს. რატომ მაღიზიანებენ? იმიტომ, რომ საერთო საქმეს აფუჭებენ.

ყველაზე მეტად შავებში ჩაცმული
მონკლერის ამბასადორები მაღიზიანებენ. მათ ქცევაზე დაკვირვება დიდად საინტერესოა. აი მაგალითად, ამ კონკრეტულ წინადადებას ტექსტის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ ვწერ, ლექციამ წერა შემაწყვეტინა, ამ წამს რაც ხდება ავტობუსში, იმას მოგიყვებით.

– შეჩემა, უეჭველი ეგ ადგილია? წინაზე სადღაც ტრაკში რო ავედით ეგრე არ მოგვივიდეს
– აუ იმდღეს საბამ რამხელა ნაპასი დაარტყა გამოვყ*ევდი
– ჰო ეს არი შეჩემა აგე ადრესი დააჭირე და ეს არი რა
თითქმის ცარიელი “ფანტა ტროპიკის” ბოთლი ავტბუსის სკამებს შორის გაჭედეს და ჩავიდნენ. “ამბასადორებს” ახასიათებთ სპეციფიკური ვარცხნილობა და ტანისამოსი.
თმა: აუცილებლად გრძელი და სწორი უნდა ფარავდეს ყურებსა და შუბლს, უსასრულოდ უნდა უახლოვდებოდეს წარბს, ბოლოში დიდ რკალს უნდა იკეთებდეს.
ტანისამოსი: სასურველია პრიალა, მონკლერის ქურთუკი ან “დუტი”. იმ ბრენდის სახელი დამავიწყდა, კომპასი რომ ახატია, “stone island” მგონი, მაგის მაისურებითაც იმოსავენ თავს ხშირად. შავი ჩა*მული ჯინსი და ფეხზე, რა თქმა უნდა, გოლდენ გუსები ან მსგავსი სტილის ადიდასები, მე მგონი, სპეზიალებს ეძახიან.

ჩემი უბნის მაღაზიაში რამდენჯერაც შევსულვარ, იმდენჯერ ქალბატონი გენრიეტა (მაღაზიის Founder, CEO, CTO, Marketing head, მოლარე & დამლაგებელი, საწყობის მენეჯერი და ა.შ) ხშირად მეჭორავება მათზე.

– ესენი, მე მგონი, რაღაც დაჯგუფების წევრები არიან, შვილო, მითხარი, შენც დადიხარ ხოლმე ამათთან?

ვერ მივხვდი, შეურაცხყოფად უნდა მიმეღო თუ გამეღიმა, ამიტომ გავიღიმე.

– არა, ქალბატონო გენრიეტა, მე ამათ არ ვიცნობ, უფროსწორად, აღარ. ადრე ჩემი სკოლელები იყვნენ, უმცროსები არიან 2-3 წლით. მახსოვს როგორ ხტებოდნენ წინ “ბუფეტის” რიგში და როგორ ლამაზად ყვებოდნენ ლექსს სკოლის ზეიმზე. მახსოვს მათი მშობლების მიერ დადებული პოსტები ფეისბუქზე, სხვადასხვა ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლებისა თუ სერტიფიკატების. ქალბატონო გენრიეტა, ახლა მე და თქვენ საქართველოს მომავალს ვუყურებთ, აი ეს არის ის თაობა, ვინც ოდესღაც თქვენს სარჩენ ფულს ჩააბრუნებს ეკონომიკაში.
– არ მიყვარს ხოლმე ამხელა სიტყვებით რომ მელაპარაკები, ბიჭო. მერედა ამათი დედები ცოდოები არ არიან? შეხედე რამდენს იგინებიან, საკუთარ დედაზე იგინებიან, კაცო, გავგიჟდი.
– თქვენ დროს არ იყვნენ ესეთები?
– როგორ არ იყვნენ, იყვნენ, მაგრამ რა აზრი აქვს ეგეთ ყოფნას? რას მიკეთებენ.
– ჰო, არ ვიცი, მე ჩემს მშობლებს ასე არ გავუზრდივარ, ყველამ თავისას მიხედოს.
– ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ, მიხარია რომ შენნაირები არსებობენ.
სათქმელი აღარაფერი დაგვრჩენოდა, ორივე ჩვენებურად ვწუხდით იმაზე, რასაც შევესწარით. შაქრის პარკი კიდევ გაკვანძა და ღიმილით მომაწოდა. კაია, დღეს ყავას შაქრით დავლევ.

ეს ბიჭები, სხვათაშორის, ცუდი აღზრდის მსხვერპლნი არიან. მათ საკუთარი მშობლებიც კი არ იცნობენ, მხოლოდ 20 ლარს ურიცხავენ, როცა “შაურმის”, ანუ ტისკის პონტი იჩითება. არაფერია ცუდი მოწევაში, მეც ვეწევი, ყველა ვეწევით. უბრალოდ მთელი ცხოვრების ამაზე აწყობა 16-17 წლის ბიჭისთვის, როდესაც ამდენი რამე არსებობს თანამედროვე სამყაროში, დამანგრეველია. იმის მიუხედავად, რომ ამ ყველაფერს ვხვდები, ზიზღი წამით არ იკლებს. მინდება რომ ეგ დალომბარდებულiCloudიანი აიფონები გამოვართვა, სათითაოდ ყველას უკან გავსთხარო და მერე სათითაოდ ყველას ჩამოვურეკო.
როდემდე შეიძლება რომ 16 წლის ბიჭმა მაღაზიაში “რედრეინები” იპარო, პრეზიდენტის კარაქებზე და ჯაკობსის ყავებზე ირბინო და დიდუბის მეტროსთან აბარებდე, როდემდე შეიძლება ავტობუსში თუ მეტროში ორ სკამზე იჯდე გათხლეშილი როცა ფეხზე ძლივს მდგარი მოხუცები და ორსული ქალები გიყურებენ, როდემდე შეიძლება შუა ქუჩაში “ჩემი დედა მოვტ*ან” და “ბო*იშვილივიყო”-ს ძახილი, როდემდე შეიძლება საარჩევნო უბანზე მისვლა და შენი უბნელი ბებია- ბაბუების დაშინება 50 ლარის გამო. როდემდე შეიძლება ყოველწამს “პლანზე” ლაპარაკი, ყოველ წამს ტელეგრამის არხების გაჩექვა და იმის გარკვევა, ვინმე გრამზე 10 ლარიან ფასდაკლებას ხო არ აკეთებს. ქუჩაში დადიან და ძირს იყურებიან, ფაქტს ეძებენ, ბომბავენ რა. კიდევ კარგი, btu-ში მსგავსი ვინმე არ შემხვედრია, თუმცა, btuელობა თავისმხრივ მოიაზრებს თავისებურ ავანტყოფობას. არ ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც tellonymით საზიზღრობებს აგზავნიან ფბ ჯგუფში. ეგენი ავადმყოფებად კლასიფიცირდებიან და ისინი არანაირად არ მეზიზღება. ჩემში ზიზღს იწვევს average ბითიუელი – ტიპი, რომელსაც 2 წელია იცნობ და მისალმების ნაცვლად თავს ხრის შენი დანახვისას. ტიპი, რომელიც ჯგუფურ დავალებაში ადგილისთვის ტრაკზე იხევა, მაგრამ საქმის კეთებისას, რატომღაც, ყოველთვის არსებობიდან ქრება და ბოლოს ჩასაბარებლადაც იშვიათად თუ მოვა ხოლმე. ტიპი, რომელსაც ჰგონია, რომ რადგან კონკრეტულ ფაკულტეტზე სწავლობს (სწავლას უწოდებს თავისი ჭკუით) შენზე უკეთესია. ალბათ, ეს ყველა უნივერსიტეტში ხდება, თუმცა მე ყველგან არ ვსწავლობ და ამიტომაც ამ არსებას ბთუელი დავარქვათ. მეზიზღება იმიტომ, რომ ცხოვრობს ტყუილში, იმიტომ, რომ უნდა მეც მომატყუოს და თან მომატყუებინოს საკუთარ თავთანაც. კიდე ბევრი რამის დაწერა მინდოდა ამ ბითიუელზე, მაგრამ ვშიშობ ბევრი საკუთარ თავზე მიიღებს და გამინაწყენდება, მე კი ეს არ მაწყობს, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველა მძულხართ და მეზიზღებით ვინც საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს ასაზიზღრებთ და ტყუილში გააზრებულად ცხოვრობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ბევრად მარტივია, შეგეცით სიმარტივეში.

ჰოდა, კიდე მინდოდა ერთ კატეგორიაზე მესაუბრა, მაგრამ დამავიწყდა, ამ ტექსტის დასაწერად დრო ძლივს გამოვნახე და ისედაც, არ მიყვარს ვინმეს გალანძღვა, თუნდაც დამსახურებულად. მე უბრალოდ მინდა ჩემებურად მოგიწოდოთ, რომ იყოთ ის რაც ხართ და არასდროს არავის არ მისცეთ უფლება, თქვენი ავთენტურობა წაგართვათ, მათ ეს დააწყნარებთ, რადგან თვითონ არასდროს ჰქონიათ შანსი რამე აღმოეჩინათ საკუთარ თავში. გიყვარდეთ საკუთარი თავი, ყველა კატეგორია რაც მე ჩამოვთვალე, ყალბი მენტალიტეტისა თუ პროპაგანდის მსხვერპლი ბავშვები არიან, დიახ, 16-20 წლის ბავშვები, ამიტომ, ბავშვებო, იყავით ის რაც ხართ და იაზროვნეთ ისე, როგორც აზროვნებთ. don’t be another brick in the wall (რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს).

1cc59053898e494e1c75069fed508622.jpg

12

One Response

  1. კომენტარებში – “ნაპარნიიიკ”, “პაძეეეეეეე”. თქვენი დედის მუტელი მოვტყან

Leave a Reply

Please enter a Spotify URL.